თბილისში გაუჩინარებულ ახალგაზრდას ეძებენ - რა ინფორმაცია ვრცელდება მასზე

 ჩინგიზ მუსადილოვი

მეგობრები თბილისში გაუჩინარებულ ყაზახეთის მოქალაქეს ეძებენ. სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩინგიზ მუსადილოვთან დაკავშირებას 3 აგვისტოს შემდეგ ვერ ახერხებენ.

„ვეძებთ მეგობარს, გთხოვთ, დაგვეხმარეთ ინფორმაციის გავრცელებაში.

3 აგვისტოს, თბილისში, გაუჩინარდა ყაზახეთის მოქალაქე, ჩინგიზ მუსადილოვი.

ამ დრომდე არანაირი კავშირი არ გვაქვს მასთან და არაფერი ვიცით მის ადგილსამყოფელზე. (ბოლოს, სავარაუდოდ, იყო ქიაჩელის მიმდებარედ).

გარეგნული აღწერა:
– სიმაღლე: დაახლოებით 170 სმ
– ატარებს სათვალეს
– ეცვა მუქი მწვანე ტილოს, მოკლე მკლავიანი პერანგი და მუქი ნაცრისფერი შარვალი.

თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია მისი მდებარეობის შესახებ, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 591 01 85 78 ან

Watsapp: +7(707)4695163“, - ნათქვამია ინფორმაციაში.