შსს-მ ოპოზიციის აქტივისტის განცხადებაზე, პოლიტიკოსების მკვლელობის მოწოდებასთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რადიკალური ოპოზიციის აქტივისტის ფეისბუქ პოსტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდებას გულისხმობს.

აქტივისტი მამუკა ჯუღელი პოლიტიკოსების მკვლელობის საჯარო მოწოდებით გამოვიდა, მან სოციალურ ქსელში სია გამოაქვეყნა.

სიაში არიან: ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე, თეა წულუკიანი, შალვა პაპუაშვილი, გიორგი ვოლსკი, მამუკა მდინარაძე, კახა კალაძე, სოზარ სუბარი, შალვა რამიშვილი, ანდრია ჯაღმაიძე, ლევან მურუსიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, ირაკლი რუხაძე, გეკა გელაძე.