ბათუმის აეროპორტში თვითმფრინავები ვერ ჯდება
1754373564
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული უკანონოდ ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს „მეთადონს“ (ფუძე) და „ალფაპევეპეს“, რაც რეალიზაციის მიზნით სხვადასხვა ლოკაციაზე განათავსა. გატარებული ღონისძიებების შედეგად ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები.
ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე კვარტა მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შესაძლო შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენის მიზნით“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.