გიორგი გვარაკიძემ საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან შეხვედრა გამართა

გიორგი გვარაკიძე

გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ალი ქაან ორბაისთან შეხვედრა გამართა.

გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ამირან გულუაშვილი, სამართლებრივი უზრუნველყოფისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი გიორგი მიქავა და თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს მრჩეველი ბორან ჯან ქოჩბოღანი ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის კომპეტენტურ უწყებებს შორის სისხლის სამართლის სფეროში არსებული მჭიდრო და ეფექტიანი თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს და მომავალში ურთიერთთანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების თაობაზე მზაობა გამოთქვეს.

ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.