„თურმე, ჩემი ფეხით მივედი მორგში...“ - ავარიისას დაღუპული გოგოს და საბედისწერო დღეს იხსენებს
1750794867
გასულ წელს, ნანუკა გულუამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჰყავს ძმა, რომელიც წლების წინ გააშვილეს. მსახიობი მის მოძებნას დღემდე ცდილობს, თუმცა, როგორც „სიცრუის დეტექტორში“ თქვა, მის მოძებნაში ხელს მიზანმიმართულად უშლიან.
„ეს თემა ჩემი ყოველწამიერი საფიქრალი და სატკივარია. ვეცდები, კორექტულად ვისაუბრო ამაზე და არავინ გავანაწყენო. როდესაც მამაჩემი იყო 18 წლის და ეს ქალბატონიც ეგრე, 17-18 წლის, ზუგდიდში საერთო შვილი ეყოლათ. მათი შეუღლება არ მოხდა და ბავშვი ქალის დედამ გააშვილა. ქართველი არ არის, თუმცა, არ დავაკონკრეტებ...
გარდა იმისა, რომ მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ ძალიან ცუდად მხდის ფაქტი, რომ სადღაც მისი შვილი, ჩემი ძმა დადის და მე შემიძლია ის ვნახო, კიდევ 3 და ვართ და სამივეს სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში შვილები გვყავს... ძალიან მეშინია, რა შეიძლება მოხდეს ამ ჩვენს ერთ ბეწო ქვეყანაში - შეიძლება, ჩემი ძმის შვილი შეხვდეს ჩემს შვილს, ან ჩემს დის შვილს და მე არ ვიცოდე, ის ვინ არის... ამიტომ, უნდა ვიცოდე, ვინ არის ჩემი ძმა. ეს არის ჩემი ერთადერთი მიზანი. არც ჩემი ძმის ცხოვრების არევას ვაპირებ... თუ ვიპოვი, პირობას ვდებ, რომ ამ ამბავს კონფიდენციალურად დავტოვებ,“ - ამბობს ნანუკა გულუა.
ვრცლად ↓