ძლიერი მაგნიტური შტორმი 25 ივნისს პლანეტას დაფარავს - რამდენ ხანს გაგრძელდება ის
1750791942
ბლოგერი და მოგზაური გურამ შეროზია, რომელსაც ახლახან მამა გარდაეცვალა, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
„ბავშვობაში მამას თითქმის ვერ ვხედავდი, დილის 8-ზე გავიდოდა და ღამით, დაღლილი ბრუნდებოდა.
მალევე გავაცნობიერე, რომ ეს ჩემთვის ხდებოდა და იმ რთულ, ბნელ პერიოდში ეს ყველაფერი - ათჯერ უფრო შრომატევადი იყო…
ბავშვობაში მეგონა ისეთი შვილი ვიყავი, როგორითაც მამები არ ამაყობდნენ. ყველას ფეხბურთელი ან სპორტსმენი უნდოდა მათი შვილი რომ გამოსულიყო, მე კიდევ დღე და ღამე სახლში ვიჯექი, ვსწავლობდი, ხატვაზე, ჭადრაკზე, სასკოლო ტურებზე, მუსიკაზე დავდიოდი…
ზრდასრულ ასაკში ახლიდან გავიცანით და ახლიდან შეგვიყვარდა ერთმანეთი. როგორ სიამაყით ამბობდა უცნობ ადამიანებთან, რომ ჩემი მამა იყო, რაზეც ვუბრაზდებოდი, მაგრამ ისე უხაროდა - მერე გავეშვი:)
ჩემს წიგნებს დაატარებდა და ბედნიერად ჩუქნიდა ხალხს, სახლს როცა ვიყიდდი - პირველი ის მორბოდა სანახავად და რჩევებს მაძლევდა, როგორც ყოფილი ინჟინერი, სახლში სულ ჩემს კლიპებს ატრიალებდა და ჩემი პირველი მსმენელი იყო. ელენასაც ჩემგან მალულად ყიდულობდა უამრავ საჩუქარს, პენსიით და ყველა სურვილს უსრულებდა.
ექიმთან თუ უნდოდა წასვლა - მე მელოდებოდა მხოლოდ, თვლიდა, რომ მე ყველაფერი ვიცი, ყველაფერში ვერკვევი და ყველაფერს იდეალურად სწორად გავაკეთებდი ყველგან. და ჩემს იმედად აღარაფრის ეშინოდა…
ჰოდა, დღემდე ვერაფრით ვიჯერებ, რომ წავიდა. ისევე ჩუმად, მშვიდად და უხმოდ, როგორც მისი მთელი ცხოვრება იყო“, - წერს ბლოგერი.