ძლიერი მაგნიტური შტორმი 25 ივნისს პლანეტას დაფარავს - რამდენ ხანს გაგრძელდება ის
1750791942
შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკური ჯგუფის წევრები ნატო-ს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ (Operation SEA GUARDIAN) მიიღებენ მონაწილეობას.
სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, დავით თამაზაშვილმა ტაქტიკური ჯგუფის 12 მოსამსახურე შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გააცილა. თამაზაშვილმა ჯგუფის წევრებს წარმატება უსურვა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ქართული ქვედანაყოფი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ეგიდით წარმოებულ საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში, ოპერაციული პარტნიორის სტატუსით უკვე მესამედ არის ჩართული.
ჯგუფის წევრები ასევე გააცილეს და ნაყოფიერი ვიზიტი უსურვეს სასაზღვრო პოლიციის უფროსის პირველმა მოადგილემ გიორგი გურეშიძემ, სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილემ დავით ბიწკინაშვილმა, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ძირითადი ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილემ, პოლკოვნიკმა გეორგი პელეშტეანუმ, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის პროგრამების ფონდების მენეჯერმა თამილა თელიაშვილმა, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის უფროსმა იური ფირცხალაიშვილმა, საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსმა რამაზ პაპიძემ და ადმინისტრაციის უფროსმა ვლადიმერ ბუნტურიძემ.