როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

მზიანი ამინდი

 24 სექტემბერს სინოპტიკოსები მზიან ამინდს ვარაუდობენ ქუთაისში, სადაც დღისით +29 და ღამით +14 გრადუსია მოსალოდნელი.

ოზურგეთშიც უნალექო ამინდია. დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16.

ბათუმშიც მზიან ამინდს ვარაუდობენ, დღისით ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში მზიან ამინდს ვარაუდობენ. დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსია მოსალოდნელი.

ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +25, ღამით კი +14 გრადუსია ნავარაუდევი.

მზიანი დღეა სოხუმშიც. +26 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაშიც მზიან ამინდს ვარაუდობენ, დღისით +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

ამბროლაურშიც უნალექო დღეა, ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო ამინდია ჭიათურაში, დღისით +26 გრადუსი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

ახალციხეში მზიანი დღეა. დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +6 გრადუსი იქნება.

ბორჯომში მზიანი ამინდია, +25 იქნება დღისით, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღეა მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +4 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით +26 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღეა ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დღის განმავლობაში +12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +1 გრადუსი იქნება.

ომალოში დღისით +16, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღე იქნება თელავშიც, +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია ნავარაუდევი.

მზიან ამინდს ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +24 გრადუსი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

სიღნაღში მზიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +24 გრადუსი იქნება, ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში დღისით +26 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისშიც მზიან ამინდს პროგნოზირებენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +12 გრადუსი იქნება.