ჯანდაცვის მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაში მონაწილეობს

ჯანდაცვის მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაში მონაწილეობს

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში იმყოფება, სადაც გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებში  მონაწილეობს.

ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი ამერიკული საერთაშორისო ფონდის  “The Stirling Foundation“-ის დამფუძნებლებს შეხვდა. ფონდი მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში,  ისეთ სოციალურ მიმართულებებზე მუშაობს, როგორიცაა: ადგილობრივი თემების განვითარება, სასწრაფო/გადაუდებელი დახმარება, ჯანდაცვა, იძულებით გადაადგილებულ პირთა მხარდაჭერა, ქალთა და ბავშვთა ხელშეწყობა და სხვა.

შეხვედრაზე განიხილეს სამინისტროსა და ფონდს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, ასევე – სამომავლო პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობები.

შეხვედრას, საქართველოს ელჩი აშშ-ში თამარ ტალიაშვილი ესწრებოდა.

ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, დაგეგმილია მინისტრის მონაწილეობა და სიტყვით გამოსვლები მაღალი დონის ღონისძიებებში. მიხეილ სარჯველაძე, კოლეგა მინისტრებთან ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს.