ჯარიმა 1000 ლარი და პროდუქციის კონფისკაციაა - მნიშვნელოვანი ინფორმაცია
1779299235
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიამ, საპოლიციო საქმის სამწლიანი საბაკალავრო პროგრამის ავტორიზაციის მისაღებად განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში
განაცხადი ოფიციალურად წარადგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საბაკალავრო პროგრამა წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული ფართომასშტაბიანი საკანონმდებლო ცვლილებების ნაწილს, რომლის შესაბამისადაც პოლიციის აკადემიას მიენიჭება უფლებამოსილება, სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებთან ერთად, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის სამწლიანი საბაკალავრო პროგრამაც განახორციელოს.
სასწავლო პროგრამა აერთიანებს როგორც თეორიულ-აკადემიურ ცოდნის მიღებას, ისე პრაქტიკულ და პროფესიულ მომზადებას. პროგრამის ფარგლებში სტუდენტები გაივლიან ფიზიკურ, ტაქტიკურ და საცეცხლე მომზადებას, ასევე, შეისწავლიან საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმიანობისათვის აუცილებელ
სპეციალურ სასწავლო დისციპლინებს.
ავტორიზაციის პროცესის ფარგლებში, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ მოწვეული ექსპერტთა ჯგუფი პოლიციის აკადემიაში ვიზიტს განახორციელებს და დეტალურად შეაფასებს საბაკალავრო
პროგრამის შინაარსს, აკადემიურ და მატერიალურ რესურსებს, სასწავლო გარემოსა და ინფრასტრუქტურას, ასევე, პროგრამისა და დაწესებულების შესაბამისობას უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მოქმედ სტანდარტებთან და
მოთხოვნებთან.
ავტორიზაციის პროცესი მოიცავს რამდენიმე ეტაპს და პროცესის წარმატებით დასრულების შემდეგ, პოლიციის აკადემიაში დაიწყება საბაკალავრო პროგრამის აკრედიტაციის ეტაპი, რომელიც პროგრამის აკადემიური ხარისხისა და პროფესიულისტანდარტების შესაბამისობის საბოლოო შეფასებას ითვალისწინებს.