„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს

ენერგო პრო

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 ივნისს 09:00-დან 11:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - წეროვანი, ნატახტარი, ჩარდახი, გოროვანი და მიმდებარე სოფლებში; 10:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს სოფელ დიღომში - შერმადინის, ჰუგო ჰუბერტის, კრისტიან სტივენის, ხატაეთის და მიმდებარე ქუჩებზე; 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ოძისი, ბაქაქურები, თვაურები, მჭადიჯვარი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ღულელები, საყდრიონი, ხევსურთსოფელი, სიმონიანთხევი, ტოლაანთსოფელი და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - წილკანი, ფრეზეთი, ერედა, ახალდაბა და მიმდებარე სოფლებში.

სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.