1748324677
„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 29 მაისს, 11:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს სოფელ დიღომში ვახტანგ გორგასლის, გიორგი ბრწყინვალის, მიხეილ მესხის და მიმდებარე ქუჩებზე; 11:00-დან 12:30 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფლებში: თხინვალა, ლისი და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

რუსეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
1748551643