1747684516
„ენერგო-პრო ჯორჯია” აბონენტებს აფრთხილებს

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
ამის შესახებ ინფორმაციას “ენერგო-პრო ჯორჯია” ავრცელებს.
კერძოდ, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 მაისს 11:00-იდან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჭილურტი, პეტრიანი, ებნისი, ხადა, მლეთა, ბურღულები, ქარქუშაანი, არბოეთი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-იდან 18:30 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში თეზამი, ცხვარიჭამია, კევლიანი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-იდან 11:05 საათამდე და 15:55-იდან 16:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ფრეზეთი, წილკანი, წეროვანი, ერედა და მიმდებარე სოფლებში; 11:00-იდან 18:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში ნაფეტვრებში, ლისზე, შინდების მიწასა და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.