1747684516
ბექა ონიანის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბექა ონიანის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, ბრალდებულ ივანე ტყეშელაშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ბრალდებულის ადვოკატმა გიორგი ანთაძემ აცხადებს, რომ ბრალდებული ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს.
ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, 16 მაისს, თბილისში, ახალი სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულმა რამდენიმეჯერ დაარტყა დაზარალებულს, რის შედეგადაც დაზარალებული ძირს დავარდა და თავის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიიღო.