1748324677
დღეს შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ მისამართები

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, "ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ინფორმაციას "ენერგო-პრო ჯორჯია" ავრცელებს.
"ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 მაისს 11:00-იდან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მაღაროსკარი, ჩარგალი, მიგრიაულთა, ბარისახო, დათვისი, შუაფხო, ქალილო, ხომი და მიმდებარე სოფლებში; 12:00-იდან 18:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში საგურამო, არაშენდა, გალავანი, კოტორაანთკარი და მიმდებარე სოფლებში; 12:00-იდან 15:30 საათამდე აბონენტებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფლებში სტეფანწმინდა, გველეთი, გერგეთი და მიმდებარე სოფლებში; 14:50-იდან 18:30 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფელ დიღომში ლუარსაბ ანდრონიკაშვილის, ქედის უბნის, ჯავახიშვილის და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში," - ნათქვამია ინფორმაციაში.