დაღუპულია 14 ადამიანი - ტაივანს სუპერტაიფუნი „რაგასა“ დაატყდა თავს

ნკ

ტაივანში სუპერტაიფუნ "რაგასას" შედეგად, სულ მცირე, 14 ადამიანი დაიღუპა, 18 კი დაშავდა.

124 ადამიანი კი, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ვარაუდობენ, რომ მსხვერპლის რიცხვი გაიზრდება.

ჰონგ-კონგის ხელისუფლებამ საფრთხის უმაღლესი დონე გამოაცხადა და მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.

 

 

დახურულია ქალაქის საერთაშორისო აეროპორტი, გაუქმებულია ასობით ავიარეისი, დახურულია სკოლები და ბაღები, დაკეტილია მაღაზიები.

წყარო: BBC

.