“ჩამოსულია მიწის მასა… იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა” - გზების დეპარტამენტი

მასა

 ძლიერი წვიმის შედეგად, სოფელ გიორგიწმინდასთან მოძრაობა დროებით აკრძალულია. ინფორმაციას საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

„შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 96-ე კმ-ზე (სოფ. გიორგიწმინდა) ძლიერი წვიმის შედეგად, ჩამოსულია მიწის მასა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, - განმარტავენ დეპარტამენტში.