,,მოსალოდნელია ძლიერი წვიმა და ელჭექი” - ამინდი უარესდება
1752640008
ვადა ისეა მიცემული, რომ მათი მოთხოვნა შეუსრულებელი ყოფილიყო. მსგავსი მოთხოვნა ზოგადად ისედაც შეუსრულებელია, იმიტომ რომ ეს მხოლოდ ხელისუფლების გადასაწყვეტი არ არის, ამაზე იყო დაკვეთა მოსახლეობისგან, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ექსპერტმა, ამირან სალუქვაძემ, რითაც გამოეხმაურა ევროკომისიის წერილს, სადაც კონკრეტულ რეკომენდაციებზეა საუბარი და რომლის ადრესატიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრია.
„გავიხსენებ იმ ფაქტს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზეწოლის და შიდა პოლიტიკაზე ზემოქმედების ბერკეტად ჩახსნა მოლაპარაკებების გახსნის საკითხი, როცა თქვა, რომ 2028 წლამდე ამ საკითხს არ დავაყენებთო. სხვათა შორის, შეიყვანეს მოსახლეობა შეცდომაშიმ თითქოს ეს იყო კურსიდან გადახვევა, არადა მკაფიოდ ითქვა, რომ 2028 წლამდე ხელისუფლება შეასრულებდა ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას, 28 წლისთვის იქნებიან მზად და 28 წელს დააყენებენ ამ საკითხს. რა თქმა უნდა ეს საკითხი არ არის მარტივი მოსახლეობისთვის, რომელსაც პრინციპში ადრე არ ჰქონია უვიზო მიმოსვლა და ამ ხელისუფლების პირობებში მიიღეს. ოპოზიცია კი იძახის, რომ მათი დამსახურებაა, მაგრამ ეს „დამსახურებები“ ჩვენ ვნახეთ. ჩაეხსნათ მოკლედ მოლაპარაკებების გახსნის საკითხი, დარჩათ ახლა ეს უვიზო მიმოსვლა, იმისათვის, რომ ამით გააბრაზონ მოსახლეობა. მათ ხომ Facebook-ის ქავერებზეც კი აქვთ გამოკრული, რომ - გაბრაზდი, გაბრაზდი. ანუ, მთელი აქცენტი აქვთ იმაზე, რომ როგორმე ქართველი ხალხი გააბრაზონ და ერთ რამეს ვერ ხვდებიან, რომ მოაზროვნე ხალხია ქართველები და ასევე ამაყები არიან. სიამაყის გრძნობას და თავმოყვარეობას არ უნდა შეეხო, ასეთი ტონით არ უნდა ელაპარაკო. ისინი ხომ ხელისუფლებას არ სჯიან ამით, თუ გააუქმებენ უვიზო მიმოსვლას. ეს არის კოლექტიური დასჯა. საბჭოთა ჯარშიც კი წესდებით იყო აკრძალული კოლექტიური სასჯელის დაწესება“, - აცხადებს სალუქვაძე.
ევროკომისია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს წერილს უგზავნის, სადაც იმ რვა რეკომენდაციის ჩამონათვალია, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს, რათა უვიზო რეჟიმს საფრთხე არ დაემუქროს.
ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაციაა გაუქმდეს კანონები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“.
გარდა ამისა ევროკომისია მოუწოდებს საქართველოსб უზრუნველყოს და მხარი დაუჭიროს საქართველოს ყველა მოქალაქის ძირითად უფლებებს, შეკრების თავისუფლების, აზრის გამოხატვის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის, საჯარო სამსახურში მუშაობისა და დისკრიმინაციის აკრძალვის ჩათვლით.
ბრიუსელი თბილისს აგრეთვე მოუწოდებს შეიტანოს შესწორება ადამიანის უფლებათა ეროვნულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში, რათა LGBTIQ თემის უფლებების სრული დაცვა უზრუნველყოს.