,,მოსალოდნელია ძლიერი წვიმა და ელჭექი” - ამინდი უარესდება
1752640008
ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, სამართალდამრღვევმა ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო ტყეში 6 კუბურ მეტრამდე რცხილის სახეობის საშეშე მერქანი უკანონოდ მოიპოვა.
„მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალება დაილუქა, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე გადატანილია ბოლნისის „საქმიან ეზოში“.
ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
სააგენტოს ქვემო ქართლის სამსახურის თანამშრომლებმა 2025 წლის პირველ ექვს თვეში სამართალდარღვევის 26 ფაქტი გამოავლინეს; 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 69 ფაქტი იყო გამოვლენილი. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ სამართალდარღვევების რაოდენობა, გასულ წელთან შედარებით, მკვეთრად შემცირდა. კანონდარღვევის გამოვლენის მიზნით მონიტორინგი სახელმწიფო ტყეში განთავსებული ფოტოხფანაგებისა და დრონების საშუალებითაც ხორციელდება“, – აღნიშნულია ინფორმაციში.