დღეს ამინდი შეიცვლება - ნახეთ, სინოპტიკოსების პროგნოზი

batumis amindi

15 ივლისს სინოპტიკოსები წვიმიან ამინდს ვარაუდობენ ქუთაისში - დღისით +34 და ღამით +24 გრადუსია მოსალოდნელი.

ოზურგეთშიც წვიმიანი ამინდია. დღისით +33 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +23.

ბათუმშიც წვიმას ვარაუდობენ, დღისით ჰაერი +32 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +23 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთშიც ნალექიან ამინდს ვარაუდობენ. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +24 გრადუსია მოსალოდნელი.

იწვიმებს ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +32, ღამით კი +23 გრადუსია ნავარაუდევი.

ნალექიანი დღეა სოხუმში. +32 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +22 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში ნალექიან ამინდს ვარაუდობენ, დღისით +30 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.

ამბროლაურშიც ნალექიანი დღეა, ჰაერი +32 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმიანი ამინდია ჭიათურაში, დღისით +31 გრადუსი, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება.

ახალციხეში წვიმაა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +33 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +17 გრადუსი იქნება.

ბორჯომში ნალექიანი ამინდია, +33 იქნება დღისით, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმაა მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +30 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.

გორშიც მზეა. დღისით +35 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +20 გრადუსი დაფიქსირდება.

მზიანი დღეა ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +34 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. დღის განმავლობაში +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +10 გრადუსი იქნება.

ომალოში დღისით +27, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +39 გრადუსი იქნება, ღამით კი +24 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

მზიანი დღე იქნება თელავშიც, +36 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +22 გრადუსია ნავარაუდევი.

მზიან ამინდს ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +37 გრადუსი, ღამით კი +23 გრადუსი დაფიქსირდება.

სიღნაღში მზეა მოსალოდნელი, დღისით +35 გრადუსი იქნება, ღამით +23 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში იწვიმებს. დღისით +38 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +24 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისშიც წვიმიან ამინდს პროგნოზირებენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +37 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +23 გრადუსი იქნება.