შეიძლება თუ არა გარდაცვლილი ნათესავის საწოლზე ან ტახტზე ძილი
1752610971
იციან, რომ ადგილობრივი არჩევნები მოდის და უნდა ჰქონდეთ 31 აგვისტოდან არჩევნებამდე რაღაც პერიოდი, რომ ამ საკითხით კიდევ ისპეკულირონ და გავლენა მოახდინონ მოსახლეობის განწყობებზე, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ექსპერტმა ამირან სალუქვაძემ ევროლავშირის რეკომენდაციებთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ევრობიუროკრატების ერთი ნაწილი საქართველოს ესაუბრება საბჭოთა მენტალიტეტით, ზემოდან და მენტორული ტონით.
„არ შეიძლება ერთი მხრივ ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მქონე იყოს და საუბარი იყოს ევროკავშირში ინტეგრაციაზე და მეორე მხრივ, დაჰყურებდე ზემოდან ყველაზე მარგინალური, ძველი საბჭოური ტრადიციებით, რასაც გავექეცით ჩვენ და არა მარტო ჩვენ, პოსტსაბჭოთა ქვეყნები. იგივე ბალტიის ქვეყნები, რომელთაც წარმოადგენენ კაია კალასი, კუბილიუსი, იუკნევიჩიენე და სხვები. გაიხსენონ ყველაფერი, ის ტონალობა რა არ მოგვწონდა თორემ საჭმელი და სასმელი კი ჰქონდა ყველას საკმარისად, არავინ შიმშილობდა. ეს არ მოგვწონდა ზუსტად.
31 აგვისტომდე პარლამენტი ისვენებს და ამ მონაკვეთს, რომ გისახავენ, რომ პარლამენტის შვებულების პერიოდში კანონები გააუქმონ, მე ვერ გავაუქმებ მაგ კანონებს. პარლამენტის შეკრებას თავისი წესები აქვს, რეგლამენტი აქვს და კანონი აქვს. გადავიხიოთ უნდა კანონი თავზე ვიღაცის ბნელი ინტერესების გამო? და კიდევ ერთი, ეს ვადა შემთხვევით არ არის დაწესებული 31 აგვისტომდე. ძალიან კარგად იციან, რომ ადგილობრივი არჩევნები მოდის და მათ უნდა ჰქონდეთ ალბათ 31 აგვისტოდან ადგილობრივ არჩევნებამდე რაღაც პერიოდი, რომ ამ საკითხით კიდევ ისპეკულირონ და გავლენა მოახდინონ საქართველოს მოსახლეობის განწყობებზე“, - განაცხადა ამირან სალუქვაძემ.
შეგახსენებთ, რომ ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს წერილი გამოუგზავნა, სადაც იმ რვა რეკომენდაციის ჩამონათვალია, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს, რათა უვიზო რეჟიმს საფრთხე არ დაემუქროს. მათ შორის ევროკავშირი ითხოვს გაუქმდეს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონი, უზრუნველყოფილი იყოს LGBTIQ თემის უფლებების სრული დაცვა.