ძლიერი მაგნიტური შტორმი 25 ივნისს პლანეტას დაფარავს - რამდენ ხანს გაგრძელდება ის
1750791942
სადგურის მოედნის მიმდებარედ არსებულ ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებს თბილისის მერია ერთჯერად ფინანსურ დახმარებას გაუწევს, რომლის ჯამური ოდენობა 1 687 000 ლარს შეადგენს.
როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ფინანსური დახმარების გაწევა მთავრობის განკარგულების შესაბამისად მოხდება.
„გახსოვთ ალბათ, სადგურის მოედნის მიმდებარედ არსებულ ბაზრობაზე გაჩენილმა ხანძარმა რამხელა ზარალი მიაყენა იქ მოვაჭრეებს. ჩვენი თანამშრომლები რამდენჯერმე შეხვდნენ დაზარალებულებს, ადგილზეც იმყოფებოდნენ ჩვენი შესაბამისი სამსახურები. მათი მოთხოვნის საფუძველზე, მყისიერად მოხდა ტერიტორიის მოწესრიგება, დასუფთავება, ამჯერად მიმდინარეობს სადემონტაჟო სამუშაოები, რათა ამ ადამიანებმა რაც შეიძლება, მალე შეძლონ თავიანთი საქმიანობის გაგრძელება. რაც შეეხება ზარალის ანაზღაურებას, ამ მიმართულებითაც გაიმართა არაერთი შეხვედრა. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებს თბილისის მერიამ გაუწიოს ერთჯერადი ფინანსური დახმარება. ეს თანხა ჯამურად შეადგენს 1 687 000 ლარს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა, დაზარალებულების სახელით, მხარდაჭერისთვის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს მადლობა გადაუხადა.
„მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს გადავუხადო მადლობა, იმ დაზარალებული ხალხის სახელით, რომელიც ძალიან რთულ და მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ჩვენ მაშინვე გადავდგით ნაბიჯი, შევხვდით ამ ადამიანებს, გვქონდა საუბარი კონკრეტულ საკითხებზე, თუ რა მიმართულებით უნდა წავსულიყავით. უკვე დაიწყო თანხების ჩარიცხვა, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, შეთანხმებულია ამ დაზარალებულ მეწარმეებთან. კიდევ ერთხელ, მადლობა პრემიერ-მინისტრს, რათა მყისიერად მოხდა თანხების გამოყოფა და გადაწყვეტილება მიღებული, რომ ჩვენ ეს ადამიანები არ დაგვეტოვებინა პრობლემების პირისპირ. მზად ვართ, შევასრულოთ მთავრობის დავალება და გავცეთ აღნიშნული დამხმარება“, – განაცხადა კახა კალაძემ.