ჯარიმა 1000 ლარი და პროდუქციის კონფისკაციაა - მნიშვნელოვანი ინფორმაცია
1779299235
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, აჭარის ა/რ პროკურატურასთან ერთად მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მომზადების ფაქტზე 2 პირი დააკავა.
სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ერთ-ერთი ბრალდებული გარკვეული თანხის სანაცვლოდ სარფის საბაჟო გამტარ პუნქტზე გვერდის ავლით, მისი მართვის ქვეშ მყოფი სატვირთო ავტომანქანაში მოწყობილი სამალავით აპირებდა მიგრანტების გადაყვანას, თურქეთის რესპუბლიკაში.
სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ბრალდებულების მხილების მიზნით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, საგამოძიებო მოქმედებები განახორციელეს და მოახდინეს დანაშაულებრივი განზრახვის ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.
სამართალდამცველებმა სარფის გამშვებ პუნქტზე, შეჩერებულ სატვირთო ავტომანქანაში მოწყობილ სამალავში უცხო ქვეყნის მოქალაქე აღმოაჩინეს, რომლიც თურქეთში უკანონოდ გადასვლას ცდილობდა. სატვირთო ავტომანქანის მძღოლი და სამალავში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქე ბრალდებულის სახით დააკავეს, ხოლო საკონტროლო შესყიდვის ფარგლებში გადაცემული ფულადი თანხა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-344- ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ და 18-344-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუქნტებით, სახელმწიფო საზღვარზე ორი ან მეტი მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მომზადების და ჯფუფურად უკანონოდ გადაკვეთის მომზადების ფაქტზე.