რესტორან „ქვევრში“ სროლა იყო - შსს-მ ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ლენტა

რესტორან „ქვევრში“ სროლა იყო. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა. 

არსებული ინფორმაციით, მომხდარი ფინანსურ დავას უკავშირდება რესტორნის მეწილეებს შორის. გავრცელებული ინფორმაციით, სროლას წინ უძღოდა ფიზიკური დაპირისპირება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.