„ჩაყარეთ, მოურიეთ და იფიქრეთ პრობლემებზე, რაც თქვენს ცხოვრებაში არსებობს...“ - რა რიტუალი უნდა ჩაატაროთ 7 სექტემბერს

სავსე მთვარე

ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას. ამჯერად იგი მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც 7 სექტემბერს ჩასატარებელ რიტუალზე საუბრობს:

„7 სექტემბერი არის დღე, როცა ნეგატივისგან თავი უნდა დავიცვათ, არ მოგვეკაროს და არსებული ნეგატივი ჩვენგან წავიდეს: მარჯვენა ხელში ჭიქა წყალი, მარცხენა ხელში ცოტა მარილი, ჩაყარეთ, მოურიეთ და იფიქრეთ პრობლემებზე, რაც თქვენს ცხოვრებაში არსებობს, ჯანმრთელობის, ურთიერთობების თუ სხვა“, - ამბობს თაკო მელიქიშვილი.