ექსპერტმა დაასახელა 4 „აკრძალული ფრაზა“, რომელიც მანქანის ყიდვისას არ უნდა თქვათ

მანქანა

საკუთარი მანქანის შეძენა ყოველთვის ამაღლებული და სასიხარულო მომენტია — მიუხედავად იმისა, ყიდულობთ სრულიად ახალ ავტომობილს სალონიდან, თუ ეძებთ კარგ ვარიანტს მეორად ბაზარზე. მაგრამ ორივე შემთხვევაში, სპეციალისტები გვაფრთხილებენ: არსებობს შეცდომები, რომლებიც შესაძლოა ძალიან ძვირად დაგიჯდეთ.

ავტომობილების თემატიკით დაკავებულმა ბლოგერმა, TikTok-ის ვიდეოში ოთხი ფრაზა დაასახელა, რომლებიც არასდროს უნდა უთხრათ მანქანის გამყიდველს. 

„მომწონს ეს მანქანა“
თუ გამყიდველს დაანახებთ, რომ კონკრეტული მანქანა ძალიან მოგწონთ და მოტივირებულები ხართ მის შესაძენად, ამით საკუთარ თავს ზიანს მიაყენებთ.
გამყიდველი გამოიყენებს თქვენს ემოციას და ეცდება გარიგება თქვენთვის ნაკლებად მომგებიან პირობებში დადოს. 

„მხოლოდ [X] თანხა მაქვს“
არასდროს უთხრათ გამყიდველს, ზუსტად რამდენის გადახდა შეგიძლიათ.
თუ მან იცის თქვენი ბიუჯეტის ზღვარი, არც კი ეცდება ფასის დაკლებას, რადგან უკვე იცის, რამდენის გადახდაზე მაინც დათანხმდებით. 

„ვყიდი ჩემს ძველ მანქანას“
თუ პარალელურად თქვენი ძველი მანქანის გაყიდვასაც აპირებთ, არ იჩქაროთ ამის თქმა.
განსაკუთრებით მაშინ, თუ საქმე გაქვთ გადამყიდველთან ან სალონთან, რომელიც ასევე მანქანებს იბარებს.
ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა შემოგთავაზონ „მომგებიანი“ გარიგება, რომელიც სინამდვილეში თქვენს ინტერესებს არ შეესაბამება. ზოგჯერ სჯობს ძველი მანქანა ცალკე გაყიდოთ, ხოლო ახალი — სხვა ადგილას შეიძინოთ. 

„მანქანა დღესვე მჭირდება“
ბლოგერის თქმით, ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომაა, რაც შეგიძლიათ დაუშვათ.
თუ გამყიდველი იგებს, რომ დროში შეზღუდული ხართ, ეს მისთვის საუკეთესო ბერკეტია.

"როდესაც მათ იციან, რომ მანქანა დღესვე გჭირდებათ და უარის თქმა აღარ შეგიძლიათ — ყველაფერი დამთავრებულია. ახლა უკვე ისინი გაწვდიან ხელში იმ პირობებს, რაც მათ აწყობთ,“ — აღნიშნავს სპეციალისტი.

ასეთ სიტუაციაში მყოფი მყიდველი მარტივად თანხმდება ან უფრო მაღალ ფასზე, ან ზედმეტად ძვირად ღირებულ დამატებით მომსახურებაზე, რაც რეალურად არც სჭირდება.