გოგა მანია მიმართვას ავრცელებს
1754063603
ექიმი-ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი ნინო ლომთაძე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს, როგორ უნდა იკვებოს ბავშვმა ზაფხულში, რომ სიმაღლეში ზრდის პროცესი არ შეფერხდეს:
„ზაფხული ერთ-ერთი ყველაზე კარგი პერიოდია იმისათვის, რომ ჩვენი მეტაბოლიზმი გავაჯანსაღოთ, შევიარაღდეთ ვიტამინებით, მიკროელემენტებით და ზედმეტი კილოგრამები მოვიცილოთ. ზაფხულში ძალიან ბევრი ხილი და ბოსტნეული გვაქვს, რომლებიც ვიტამინებით მდიდარია. ასევე, დღეები გრძელია და შესაბამისად, ნივთიერებათა ცვლაც აქტიურია.
ძალიან ბევრი მშობელი აღნიშნავს, რომ სწორედ ზაფხულში ბავშვმა ტანი აიყარა და სიმაღლეში გაიზარდა. მაგრამ, თუ ბავშვი დიდი რაოდენობით ტკბილს, გაზიან სასმელებს, ნაყინს, შოკოლადს მიირთმევს, ეს არა მხოლოდ წონაში მომატების რისკს გაზრდის, არამედ სიმაღლეში ზრდის პროცესს შეაფერხებს. ჯერ ერთი, ზედმეტი ტკბილის მიღებისას, ადამიანს აღარ უნდება, რომ ხილი და ბოსტნეული მიირთვას. მეორე, ტკბილი ჩვენს ორგანიზმში ზრდის ჰორმონის გამოთავისუფლებას აფერხებს. თუ ზრდის ჰორმონი იმ რაოდენობით, რაც საჭიროა, არ გამოთავისუფლდება, ბუნებრივია, ბავშვის ძვლები, კუნთები ვეღარ იზრდება იმ სისწრაფით, როგორი ტემპითაც უნდა გაიზარდოს. გამოდის, რომ ბუნებისა და გენეტიკის ამ საჩუქარზე უარს ვამბობთ. ამიტომ, ტკბილეული ზაფხულში რაც შეიძლება მინიმალურად უნდა იყოს გამოყენებული და ხილით და ბოსტნეულით ჩავანაცვლოთ. შეგვიძლია, ასეთი ექსპერიმენტიც ჩავატაროთ. მაგალითად, თუ 28 დღის განმავლობაში დღის განმავლობაში ხილს, ნატურალურ ფრეშს, წვენს მივიღებთ, ჩვენი ორგანიზმის რეცეპტორებიც და აღქმაც გადაეწყობა და სხვა ტკბილეული ნაკლებად მოგვინდება".
გოგა მანია მიმართვას ავრცელებს
1754063603
ცნობილი ქართველი წყვილი დაშორდა
1754251043