სინოპტიკოსები მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებენ

ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს:

„9 აგვისტომდე საქართველოში ნარჩუნდება ჰაერის მაღალი ტემპერატურა, აღმოსავლეთში - ზოგან 38, 40 გრადუსამდე. მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა სითბური სტრესის, ტყის ხანძრების რისკის და გვალვიანი პირობების ჩამოყალიბების ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენს (საფრთხის დონე საშუალო)“,- ნათქვამია განცხადებაში.