1747684516
VIDEO: „რჩება თუ არა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მთავარ ოპოზიციურ ძალად, თუ 2024 წლის არჩევნებმა აჩვენა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ არის მთავარი ოპოზიციური პარტია?“ - ეკა წამალაშვილის პასუხი

ამ არჩევნების შედეგებით რატომ უნდა განვიხილოთ „ნაციონალური მოძრაობის“ როლი და მდგომარეობა - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ეკა წამალაშვილმა გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ კითხვის („რჩება თუ არა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მთავარ ოპოზიციურ ძალად, თუ 2024 წლის არჩევნებმა აჩვენა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ არის მთავარი ოპოზიციური პარტია?)პასუხად განაცხადა.
„ამ არჩევნების შედეგებს არ აღიარებს ქართველი ხალხი და დემოკრატიული სამყარო, ამ არჩევნების შედეგებით რატომ უნდა განვიხილოთ „ნაციონალური მოძრაობის“ როლი და მდგომარეობა. ამ არჩევნების შედეგები იყო გაყალბებული და მიტაცებული“ - განაცხადა წამალაშვილმა.