1692302192
თენგიზ შარმანაშვილი ალეკო ელისაშვილზე: ან ლოგიკის სახელმძღვანელო გადაშალონ და ნახონ, როგორ უნდა ილაპარაკონ, ან ვინმე სხვას ჰკითხონ, ვისაც მეტი გამოცდილება აქვს

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრი, პარტია "მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი მომხრეა, ოპოზიციამ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს, - ამის შესახებ მან ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში ისაუბრა.
ელისაშვილის თქმით, მისი ყოყმანი იმ დროს დამთავრდა, როცა ხაზარაძე-ჯაფარიძეს ხელბორკილები დაადეს. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საუბრისას ელისაშვილმა აღნიშნა, რომ წინასწარ იცოდა, რომ "ძლიერი საქართველო" პარლამენტში 20 კაცს ვერ შეიყვანდა.
მმართველი გუნდისთვის ეს კიდევ ერთი აღიარებაა, რომ ოპოზიცია არჩევნების გაყალბების თემით სპეკულირებს.
"რატომ გეგონა, რომ მეოცე ვერ გახვიდოდი და როცა მეოცემდე არ მოვიდა სია, რატომ გგონია, რომ არჩევნები გაყალბებულია?! თან, ამბობს, წინასწარ ვიცოდი, რომ მეოცე ვერ გავიდოდიო. ან ლოგიკის სახელმძღვანელო გადაშალონ და ნახონ, როგორ უნდა ილაპარაკონ, ან ვინმე სხვას ჰკითხონ, ვისაც მეტი გამოცდილება აქვს," - აცხადებს "ქართული ოცნების" წევრი, თენგიზ შარმანაშვილი.