საქართველოს საპატრიარქო შიო მესამის მიმართვას ავრცელებს
1779306438
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე ოპოზიციის ნაწილის რიტორიკა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ „შუაშისტური მდგომარეობა არ არსებობს“.
სააკაშვილის თქმით, ქვეყანაში მიმდინარე პროცესები „ძალაუფლების სპექტაკლია“, რომელსაც, მისი შეფასებით, ხელისუფლება ოპონენტების დასაშინებლად იყენებს.
„ოპოზიციის რიტორიკა აცდენილია ლოგიკას. შუაშისტური მდგომარეობა არ არსებობს, არ არსებობს ნახევრად ბანძი, ძლიერი,“ — განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ყოფილმა პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ლევან ხაბეიშვილი-ს საქმეზე და აღნიშნა, რომ მის მიმართ გამამტყუნებელი გადაწყვეტილების მოლოდინი აქვს.
სააკაშვილის განცხადებით, „ბრძოლა ბოლომდე უნდა იქნას მიყვანილი“ და ოპოზიციას მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა.
ამასთან, მან მხარდაჭერა გამოუცხადა 26 მაისისთვის დაგეგმილ აქციას და მოქალაქეებს ერთიანობისკენ მოუწოდა.
„ერთმანეთს უნდა დავანახოთ, რომ ბევრნი ვართ. შევიკრიბეთ, დავიშალეთ და მერე ველოდოთ შემდეგ შეკრებას — ასე არ გამოვა,“ — აღნიშნა სააკაშვილმა.
სასამართლო პრცოესიდან სააკაშვილის მიმართვას პირველი არხი ავრცელებს