1758787593
შალვა პაპუაშვილი: საქართველოს პრეზიდენტი იყო მიწვეული შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიღებაზე, ჰქონდა მასთან გასაუბრების შესაძლებლობა. ეს არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ მიღებაზე დონალდ ტრამპსა და მიხეილ ყაველაშვილს შორის კომუნიკაცია შედგა. ამ თემაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
„საქართველოს პრეზიდენტს აქვს თავისი განრიგი, იყო მიწვეული შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიღებაზე, ჰქონდა შესაძლებლობა მასთან გასაუბრების. ამერიკის შეერთებულ შტატებს ხელმძღვანელობს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი. აშშ-ის პრეზიდენტთან მიღებაზე იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტი. ეს არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ საუბარი ისეთ ფორმატში გაიმართა, სადაც ფოტოგადაღებები არ ხდება და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ საქართველოს მთავრობისთვის მნიშვნელოვანი სწორედ ამერიკის პრეზიდენტთან კომუნიკაციაა.