„ეს მოხდება წლის ბოლომდე...“ - ვრცელდება გოგა მანიას წინასწარმეტყველება
1758488078
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებიდან ერთ-ერთმა უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება 302.96084 გრამი კოკაინი (ფუძე), საიდანაც 83.62 გრამი რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით დააფასოვა და ინახავდა პირადად, ხოლო 219.34084 გრამ ნარკოტიკულ საშუალებას საცხოვრებელ სახლში ინახავდა. ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევმა მეორე ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა 7,1847 გრამ მეთადონის (ფუძე) შემცველ ნივთიერებას, ხოლო მესამე ბრალდებულმა უკანონოდ დათესა და მოიყვანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 1414,79 გრამი ნარკოტიკული საშუალება კანაფის შემცველი მცენარე. მან ასევე, უკანონოდ შეიძინა 298.37 გრამი გამომშრალი მარიხუანა, საიდანაც 4.43 გრამი რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით დააფასოვა და ინახავდა პირადად.
დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებმა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს.
დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა), 260-ე კვარტა მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარიხუანას რეალიზაციის ხელშეწყობა), 260-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა არაერთგზის) და 265-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე კანაფის უკანონო დათესვა და მოყვანა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.