შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს მასპინძლობს

გეკა გელაძე

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი ალი იერლიქაია, დელეგაციასთან ერთად ეწვია.

სამინისტროს ინფორმაციით, თურქ კოლეგას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე მასპინძლობს.

ორი ქვეყნის მინისტრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიაზე მდებარე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების მემორიალი გვირგვინით შეამკეს. შესრულდა საქართველოსა და თურქეთის სახელმწიფო ჰიმნები.

ღონისძიებას თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული პოლიციის უფროსი მაჰმუთ დემირთაში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები და უწყების სხვა ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.