1758738947
როგორ დაიბადა ფოტოგრაფია - უძველესი ფოტოს ისტორია

ორი საუკუნის წინ, ფრანგმა გამომგონებელმა ნისეფორ ნიეპსმა ფანჯრიდან გაიხედა და მეცნიერებისა და ხელოვნების ისტორიაში ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი კადრი აღბეჭდა. როგორც კი მზის სხივები სახურავებზე ჩამოწვა, ნიეფსმა ფანჯარასთან უცნაური მოწყობილობა დადგა: მუქი ყუთი, რომელშიც იყო თუთიის ფირფიტა, დაფარული სინათლისადმი მგრძნობიარე ნივთიერებით.
უძველესი ფოტოს გადაღებას მთლიანობაში რვა საათი დასჭირდა. შედეგად სინათლემ ფირფიტაზე გამოსახულება დატოვა. მივიღეთ გამოსახულება, რომელსაც უძველესი ფოტოს სახელი აქვს — ხედი ფანჯრიდან ლე გრასში.
ნიეფსე თავს არტისტად არ მიიჩნევდა, მაგრამ ის ექსპერიმენტები, რომლებიც მან ამ პროცესის შესაქმნელად წამოიწყო, წარმოუდგენლად შემოქმედებითი იყო.
მან ფირფიტა იუდეის ბითუმენით დაფარა — ფისის მაგვარი ნივთიერებით, რომელიც სინათლესთან ურთიერთქმედებით მაგრდება. ხანგრძლივი ექსპოზიციის შემდეგ ფირფიტა ლავანდის ზეთით და ნავთით გაწმინდა და არაგამაგრებული ადგილები მოაშორა. შედეგად სახურავების, ხეებისა და გამწოვი მილის კონტურები გამოისახა.
ის აქამდე ლითოგრაფიისადმი დაინტერესებამ მიიყვანა — ეს გრაფიკული ბეჭდვის ტექნიკა 19-ე საუკუნის დასაწყისში საფრანგეთში განსაკუთრებით პოპულარული იყო. სინათლისადმი მგრძნობიარე ლაქებზე დატანილი ნიმუშებით ექსპერიმენტების შედეგად, მან დაიწყო ფიქრი იმაზე, თუ როგორ შეიძლებოდა სინათლე გამოეყენებინა ვიზუალური ინფორმაციის აღსაბეჭდად.
ნიეპსმა ფოტოს გადაღების მეთოდს ჰელიოგრაფია უწოდა: ჰელიო ბერძნულად მზეს ნიშნავს, ხოლო გრაფია ლათინური სიტყვისგან მომდინარეობს, რაც წერისა ან ხატვის მნიშვნელობას ატარებს. სხვა სიტყვებით, ჰელიოგრაფია მზით ხატვას ნიშნავს.
ზუსტად არ ვიცით როდის გადაიღო ნიეპსმა პირველი გამოსახულება, მაგრამ ეს საოცარი ტექნოლოგია პირველად 1826 წელს გამოჩნდა, როცა მან თავისი ნამუშევარი ბოტანიკურ ილუსტრატორ ფრენსის ბაუერს აჩვენა. ბაუერი ფოტოთი მოიხიბლა. მან მეგობარს ურჩია ლონდონში გამგზავრებულიყო და ფოტო ბრიტანეთის სამეცნიერო საზოგადოებისთვის წარედგინა.
1827 წელს ნიეპსი ინგლისში ჩავიდა და თან ჰელიოგრაფიული ნამუშევარი ჩაიტანა. სამეფო საზოგადოებაში იმ პერიოდში შიდა განხეთქილებები იყო და მას დიდად ყურადღება არ დაუთმეს. შესაბამისად, ნიეპსი იმედგაცრუებული დაბრუნდა სამშობლოში.
სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ნიეპსმა თავისი ნამუშევრები ლუი დაგერს წარუდგინა, ფრანგ მხატვარს, რომელმაც საბოლოოდ ფოტოგრაფიის პროცესი გაამარტივა. ამ გამარტივებულმა და დახვეწილმა მეთოდმა უკვე 1839 წელს სამეფო საზოგადოების ყურადღება მიიქცია. შედეგად, ფოტოგრაფიის მიმართ დიდი ინტერესი გაჩნდა.
ნიეპსი 1833 წელს გარდაიცვალა და თავისი გამოგონების ფართო აღიარებას ვერ მოესწრო. დღეს დაგერი და ნიეპსი ფოტოგრაფიის დამაარსებელ მამებად ითვლებიან.