1758658955
Holiday Inn-თან, სადაც შეიარაღებული პირი დააკავეს, ვაჟა სირაძემ კომენტარი გააკეთა

პოლიციამ Holiday Inn-ში შეიარაღებული პირი დააკავა.
ადგილზე იმყოფება თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ვაჟა სირაძე.
„შემოსული იყო შეტყობინება სასტუმროს ერთ-ერთი ნომრიდან გასროლასთან დაკავშირებით. აღნიშნულზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა მოახდინეს რეაგირება. გამოვცხადდით ადგილზე. შესაბამისად მოხდა ნომერში ღონისძიების ჩატარება და აღნიშნული პირი დაკავებულია.
როგორც სასტუმროს პერსონალმა თქვა გაიგეს სავარაუდო სროლის ხმა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ნომერში, შემთხვევის ადგილის დათვალიერება ამ ინფორმაციას დავაზუსტებთ
დავაკავეთ ერთი პირი, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 236-ე და 151-ე მუხლებით, რაც გულისხმობს მუქარას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას. ამ ეტაპზე შემთხვევის ადგილის დათვალიერება არაა დასრულებული და დაზუსტებით ვერ გეტყვით ცეცხლსასროლი იარაღი არის თუ არა ამოღებული.“, - თქვა ვაჟა სირაძემ.