შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირმა შეცვალა არა თუ თამაშის წესები, თამაში შეცვალა და თქვა, იქნებით ევროკავშირის არა თანაბარი ნაწილი, არამედ დისკრიმინირებული, დაქვემდებარებული ერი

 შალვა პაპუაშვილი

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი გედენიძეს 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

შსს-ს ცნობით, 3 ივნისს, გიორგი გედენიძემ სოციალურ ქსელში, „იმედის“ პოსტზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფა მიაყენა.

აღნიშნული ფაქტი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ გამოავლინა.

საქმე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით მიმდინარეობდა.

არც გიორგი გედენიძე და არც მისი უფლებადამცველი პროცესს არ ესწრებოდნენ.