სექტემბრიდან საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს გაუქმება იგეგმება, პროექტის თანახმად, მთავრობამ სააგენტოს უფლებამონაცვლე უწყებები უნდა განსაზღვროს

პარლამენტის ფოიე

მიმდინარე წლის პირველი სექტემბრიდან საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს გაუქმება იგეგმება.

პარლამენტი შესაბამის ცვლილებებს დაჩქარებული წესით განიხილავს.

პროექტის თანახმად, მთავრობამ კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს უფლებამონაცვლე უწყებები უნდა განსაზღვროს.