საქართველოს პრემიერ-მინისტრის ღია წერილს ჯო უილსონი სოციალურ ქსელში ეხმიანება

ჯო

 საქართველოს პრემიერ-მინისტრის ღია წერილს ჯო უილსონი სოციალურ ქსელში ეხმიანება.

კონგრესმენი სტატუსში „მთავარი არხის“ (ვებგვერდიდან აღებულ) ქარდს აქვეყნებს, სადაც მამუკა მდინარაძის სიტყვები მთავარი არხის მიერ ინტერპრეტირებული ციტატითაა მოყვანილი. უმრავლესობის წევრი ღია წერილის შეფასებისას ამბობს, რომ საქართველო თავდახრილი და დაჩოქილი არ ეხვეწება ვინმეს რამეს არამედ შესაბამისი ტონით ეუბნება, რომ ხელისუფლება საკუთარ საზოგადოებასთან არის მართალი.

მის პასუხად კი, ჯო უილსონი საკუთარ პოსტში ფაქტების დამახინჯებით წერს, თითქოს საქართველოს ხელისუფლებამ პრეზიდენტ ტრამპს კორუმპირებულობა დასწამა, თითქოს ჩინეთის კომუნისტური პარტიის სასარგებლოდ ქვეყნიდან ამერიკული კომპანიები გააგდო, ირანში ტერორისტულ რეჟიმთან კავშირები გააღრმავა, ოპოზიცია აკრძალა და სხვა. პრემიერ-მინისტრმა საკითხთან დაკავშირებით საპასუხო კომენტარი „იმედი LIVE“-ში გააკეთა.