დაკავებულია მძღოლი, რომელიც ზუგდიდში მოზარდებს დაეჯახა

ავარია ზუგდიდი

დაკავებულია მძღოლი, რომელიც წუხელ ღამით ზუგდიდში მოზარდებს დაეჯახა.

შსს-ში აცხადებენ, რომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.

ცნობისთვის, გუშინ ზუგდიდში თამარ მეფის ქუჩაზე, 9 სართულიან საცხოვრებელ კორპუსთან ავტომობილი ორ მოზარდს დაეჯახა.

შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ისინი გზაზე გადადიოდნენ.

ორივე არასრულწლოვანი კლინიკაში გადაიყვანეს. ერთი მათგანის, მერვე კლასელი ბიჭის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა.