ირაკლი ოქრუაშვილს პატიმრობა შეეფარდა
1747217193
2019 წლის 10 აპრილს, ქობულეთში, ზღვის სანაპიროზე, დაფიქსირდა გაუპატიურების საზარელი ფაქტი.
ბრალდებულმა ჯ. ბ.-მ ახალგაზრდა ქალი — ე. შ., რომელიც ესტონეთიდან საქართველოში ოჯახთან ერთად საცხოვრებლად იყო ჩამოსული — სანაპიროზე მუქარისა და ძალადობის გამოყენებით გააუპატიურა.
დაზარალებულის ჩვენებით დასტურდება, რომ ბრალდებულმა მასზე ნების საწინააღმდეგოდ დაამყარა სქესობრივი კავშირი და დაემუქრა, რომ თუ მომხდარის შესახებ ვინმეს ეტყოდა, მოკლავდა.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ დაზარალებული სთხოვდა ჯ. ბ.-ს, არ დაენგრია მისი ოჯახი — აღნიშნავდა, რომ ჰყავდა მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი.
ბრალდებული ქალს კვლავ დაემუქრა და განუცხადა, რომ თუ სქესობრივ კავშირზე არ დათანხმდებოდა, მოკლავდა და მისთვის სულ ერთი იყო, მკვდართან დაამყარებდა სქესობრივ კავშირს თუ ცოცხალთან.
სასამართლომ დაადგინა, რომ ჯ. ბ. ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მას სასჯელის სახით განესაზღვრა 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა.