ძლიერი მაგნიტური შტორმი 25 ივნისს პლანეტას დაფარავს - რამდენ ხანს გაგრძელდება ის
1750791942
ბრიუსელში გაკეთებული განცხადებები პოლიტიკური შეფასებების თემაა თბილისში. საუბარია საკითხზე, რომლის თანახმადაც, ევროპული საბჭოს სხდომის ფარგლებში, ევროპული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ნაწილმა სანქციების გაზრდასა და ვიზალიბერალიზაციის გადახედვაზე ისაუბრა.
ოპოზიცია პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს და აცხადებს, რომ მხარს უჭერს სანქციებს.
პარტიის "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ანა წითლიძე ამბობს, რომ სანქციები უნდა გაიზარდოს.
"ქართული ოცნების" სრული პასუხისმგებლობაა, რომ დღეს ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები საუბრობენ და საკითხი დღის წესრიგში დგას. სანქციები ჩვენი შეფასებით, არის ის, რომელიც უნდა გაიზარდოს, უნდა გაიზარდოს არა მხოლოდ იმ ადამიანებზე, რომლებიც უკვე არიან დასანქცირებული, უნდა გაიზარდოს მათ შორის იმ შუა რგოლზე - მოსამართლეებზე, მოსამართლეების ოჯახის წევრებზე, პროკურორებზე, პროკურორის ოჯახის წევრებზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებზე," - ამბობს ანა წითლიძე.