„თურმე, ჩემი ფეხით მივედი მორგში...“ - ავარიისას დაღუპული გოგოს და საბედისწერო დღეს იხსენებს
1750794867
პარლამენტმა „თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით, 85 ხმით მიიღო.
საკითხი სხდომაზე თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ წარადგინა.
პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის ძალების ფუნქციების დაზუსტებას, სამხედრო სამსახურთან დაკავშირებული საკითხების დახვეწას, მათ შორის სოციალური გარანტიების, სამხედრო აღრიცხვის, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის და სარეზერვო სამხედრო სამსახურის ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხების სრულყოფას.
კანონპროექტი ითვალისწინებს ასევე, სამხედრო განათლებასთან, თავდაცვის სფეროში მოხალისეობასთან დაკავშირებული საკითხების დაზუსტებას.
„თავდაცვის კოდექსიდან“ გამომდინარე, ცვლილებები შედის რამდენიმე თანამდევ კანონპროექტში, რომლის თანახმად, წესრიგდება, არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის დამთავრებასთან ან ვადამდე შეწყვეტასთან დაკავშირებული საკითხები და ასევე, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ჩარიცხული პირის შრომის ანაზღაურების საკითხი.
საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, სამართალდარღვევად მიიჩნევა წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისთვის თავის არიდების მიზნით პირის, როგორც გამწვევ კომისიაში, ასევე სამედიცინო შემოწმების მიზნით მუდმივმოქმედ სამედიცინო საექსპერტო კომისიაზე გამოუცხადებლობა.