„მაქვს 3-საათიანი ჩანაწერი...“ - სალომე გოგიაშვილი სკანდალური ამბის დეტალებს ასაჯაროებს
1754855940
შინდისის გმირები არიან მარადიული მაგალითი ჩვენი მოზარდების, ისინი მათი ქმედების საფუძველზე უნდა აღიზარდონ, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა აგვისტოს ომის დროს შინდისში დაღუპულ გმირთა მემორიალთან.
„ყველა ჩვენგანს გვაქვს ჩვენი წილი პასუხისმგებლობა და ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ამ ბიჭების გმირობა. მაქსიმალური პასუხისმგებლობით მივუდგეთ ყველა ჩვენი სამშობლოს ინტერესებს, ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. ეს არის აუცილებელი. იმ, სამწუხაროდ დამარცხებულ პროცესში, მათ უკვდავების მაგალითი გვაჩვენებს, რომ საქართველო უკვდავია და ეს გმირობა ამას ნიშნავდა.
რაც შეეხება მაშინდელი ხელისუფლების საქციელს. მინდა გამიჯნოთ, რომ თქვენი კითხვა არის სპეკულაციური. „ქართულ ოცნებას“, მის ხელისუფლებას არასდროს გაუმართლებია რუსეთის საქციელი. რუსეთის ქმედება ჩვენ ნებისმიერ საერთაშორისო ფრონტზე დავამარცხეთ ყველა სადაო საკითხებში. რუსეთ რომ ოკუპანტია, დანაშაული რომ ჩაიდინა და საქართველოს რომ გენოციდი მოუწყო, ამას ყოველთვის აღვნიშნავთ“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
შინდისის ბრძოლიდან 17 წელი გავიდა. 2008 წლის 11 აგვისტოს რუსებთან უთანასწორო ბრძოლაში 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა. ისინი ოკუპანტებს წინააღმდეგობას საათზე მეტხანს უწევდნენ.