„ქართულმა ოცნებამ“ 63 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატები წარადგინა
1754918171
პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის თქმით, აშშ-მა პირობა დადო, რომ ტრამპი-პუტინის შეხვედრამდე ევროპელ პარტნიორებთან კონსულტაციები გაიმართება.
დონალდ ტუსკის განცხადებით, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება „მხოლოდ სოლიდარობის საკითხი არაა“ და ეს ასევე ეხება „პოლონეთი უსაფრთხოებას“.
ტუსკის განცხადებით, „პოლონეთისა და მისი ევროპელი პარტნიორებისთვის ცხადია, რომ „საზღვრების ძალისმიერ გზით შეცვლა დაუშვებელია“ და რუსეთმა არ უნდა მიიღოს სარგებელი უკრაინაში შეჭრით.
„დასავლეთი, მათ შორის ევროპის ქვეყნები, არ დაეთანხმებიან რუსეთის მოთხოვნებს, რომლებიც დაფუძნებულია უკრაინის ზოგიერთი ტერიტორიის მისაკუთრებაზე“, – თქვა ტუსკმა.
პოლონეთის პრემიერ მინისტრი მიიჩნევს, რომ უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების გამართვა უკრაინის მონაწილეობის გარეშე არ შეიძლება.
მისივე თქმით, ტრამპის „არაპროგნოზირებადობის ტაქტიკის“ გათვალისწინებით, მას „უამრავი შიში და იმედი აქვს ტრამპი-პუტინის შეხვედრასთან დაკავშირებით“.