„მაქვს 3-საათიანი ჩანაწერი...“ - სალომე გოგიაშვილი სკანდალური ამბის დეტალებს ასაჯაროებს

სალომე გოგიაშვილი

ტელეწამყვანი სალომე გოგიაშვილი სოციალურ ქსელში ყოფილი მოდელის, ლიკა შენგელიას ვირუსულად გავრცელებულ პოსტს, ვიდეო მიმართვით ეხმაურება.

გოგიაშვილი განმარტავს, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიცრუეა და ყველაფერს სასამართლო დაადგენს.

„სამწუხაროდ, არც პირველი ვარ და არც უკანასკნელი, რომელსაც მსგავსი პრობლემა შეეხო. თუმცა, თუ ადამიანები იმაზე მდებთ ბრალს, რომ მე ძალიან ემოციური ვარ, ემოციურად გამოვხატე და ვინერვიულე იმაზე, რომ 15 წლის თანაცხოვრება ჩემმა ძალიან კარგმა მეგობარმა, ყოველ შემთხვევაში შეეცადა, რომ დაენგრია, მაშინ ამისთვის ბოდიშს გიხდით და რომ არა ის, ამის გამოფენას არ ვაპირებდი.

თუმცა, რახან ასეთი ბრალდებები ისმის ჩემს წინააღმდეგ და აქ სისხლის სამართალი ერთვება - ბრალს მდებს, რომ მე ცივი იარაღით მივუვარდი და ვაპირებდი განზრახ მისი სხეულის დაზიანებას და სიცოცხლის მოსპობით ვემუქრებოდი - არ ვიცი მისი ფანტაზია სადამდე წაგვიყვანს, მინიმუმ, ექსპერტიზის ცნობა უნდა არსებობდეს და ეს მას უნდა ჰქონდეს და დაგვიმტკიცოს, რომ მე მას მართლა ავუვარდი ცივი იარაღით, თუმცა, ეს არის სრული აბსურდი.

ღმერთს მადლობა, რომ აბსოლუტურად ყველაფერი ჩაწერილი მაქვს. მარტო იმიტომ ჩავიწერე, რომ არ ეთქვათ, მე ვარ გიჟი და ეს ყველაფერი მომეჩვენა. 

მაქვს 3-საათიანი ჩანაწერი, როგორ იბარებს ჩემს მეუღლეს შესახვედრად, მერე ვიდეო მასალა, როგორ უზის მანქანაში და ესაუბრება... მას შეუძლია მოგატყუოთ თქვენ, მაგრამ სასამართლოს და ექსპერტიზას ვერ მოატყუებს. 

გადავწყვიტე, რომ მივმართო სასამართლოს. შესაბამისად, ძალიან მალე ჩაინიშნება სასამართლო პროცესი, სადაც შეძლებთ, რომ მოხვიდეთ და ნახოთ ყველა ის კადრი, რაც გადაღებული მაქვს“, - ამბობს სალომე გოგიაშვილი.