1754918334
ლევან მახაშვილი: ჩვენი მიზანი ნათელია, ჩვენი მოლოდინი და სურვილი არის, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქში დამაჯერებლად გავიმარჯვოთ

ჩვენი მიზანი ნათელია, ჩვენი მოლოდინი და სურვილი არის, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქში დამაჯერებლად გავიმარჯვოთ, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატების წარდგენაზე საუბრისას.
„გავიმარჯვოთ იმისთვის, რომ შემდგომი 4 წელი კიდევ უფრო არსებითად გავაუმჯობესოთ საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების პირობები ჩვენი მიზნები არის ძალიან მკაფიო, ნათელი და დარწმუნებული ვართ, რომ ამ პროცესში გვექნება მოსახლეობის დიდი ნაწილის მხარდაჭერა“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.
„ქართული ოცნება“ პარტიის გორგასლის ოფისში დღეს, 17:00 საათზე 63 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატებს წარადგენს.