სასიხარულო ინფორმაცია მგზავრებისთვის, რომელიც 27 სექტემბრიდან ამოქმედდება
1758227410
ნიუ-იორკი და გაეროს გენერალური ასამბლეა მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში - დებატები ხვალ იხსნება. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დიდ დარბაზში მსოფლიო ლიდერები შეიკრიბებიან. მათ შორის იქნება საქართველოს პრეზიდენტიც. მიხეილ ყაველაშვილი გამოვა სიტყვით და ამჯერად გაეროს ტრიბუნიდან დააფიქსირებს საქართველოს პოზიციას იმ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომელიც ქვეყანამ ბოლო პერიოდში გადადგა; საუბარი შეეხება რეგიონისთვის მნიშვნელოვან პროექტებსაც.
აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრებიც - მათ შორის გაეროს გენერალურ მდივანთან. ყაველაშვილი დაესწრება ოფიციალურ მიღებას, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტისა და მისი მეუღლის სახელით, დელეგაციათა მეთაურების პატივსაცემად გაიმართება.