იტალიიდან საქართველოში დაბრუნებულ 76 წლის ემიგრანტ დედას შვილმა ქირით გადასვლა ურჩია
1748548480
თვითონ გარბიან იმ ციხეში, ჩვენ ვუშვებთ? ვგულისხმობ გირაოს არ გადახდასაც და დანაშაულის დემონსტრაციულად ჩადენას. იმიტომ, რომ დაგიჭირონ, მეტი არაფრის თავი არ გაქვთ და არიქა, პოლიტპატიმრებიო იძახონ - დემონსტრაციულად არ მივიდნენ კომისიაზე, რა ჰქვია ამას? დემონსტრაციულად ჩაიდინეს დანაშაული, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, ოპოზიციის ლიდერების პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო მიმდინარე სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით, გადაცემაში "ღამის კურიერი" განაცხადა.
მისი თქმით, დაზარალებული პირების ნაამბობის მიხედვით, კონკრეტულ საქმეებზე დაყრდნობით იბარებენ ოპოზიციის წარმომადგენლებს. მდინარაძე აღნიშნავს იმასაც, რომ მათ მიერ საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობა დემოსნტარციულად დანაშაულის ჩადენაა და შესაძლოა, ამ საკითხზე უცხოელებმა სუბიექტურად ბევრი რამ თქვან, თუმცა, ამას მნიშვნელობა არ აქვს.
"ნაცმოძრაობის" დროს რაც ხდებოდა, იმის ძალიან მცირე ნაწილი მოყვა საგამოძიებო კომისიაზე ხალხმა. ვინც გამოიკვეთა იმ კონკრეტული საქმეებიდან გამომდინარე, იქით წავიდა საგამოძიებო კომისიის მუშაობაც. ხაზარაძე, პირველმა ხუთმა თუ ექვსმა ახსენა, იმიტომაც დაუძახეს. იმ კონკრეტული საქმეებიდან გამომდინარე ვისი დაბარებაც იყო აუცილებელი და სავალდებულო, ის დაიბარეს. იმ გამოძიებას თავისი წესები აქვს, "ეს წარმოადგენდა და უფრო მეტად იყო "ნაცმოძრაობის" სახე, მოდი დავიბაროთ" - ასე ხომ არ არის? ამით სპეკულირება შეიძლება? კონკრეტულ "ქეისებში" მოუწიათ ამათ დაბარება, იმ კონკრეტულ საქმეში გამოიკვეთა ის ფიგურანტი და დაიბარეს - მერე დემონსტრაციულად არ მივიდნენ კომისიაზე, ანუ დემონსტრაციულად ჩაიდინეს დანაშაული. რა უნდა გვითხრან უცხოელებმა?! სუბიექტურად, რა თქმა უნდა, ბევრ რამეს გვეტყვიან და რაც უნდათ, ის გვითხრან. მთელი ამ წლების განმავლობაში რასაც აკეთებდნენ, იმის ფონზე, დიდი ამბავი, ჯაფარიძეზე იტყვიან თუ არა რაღაც სისულელეს, რომ პოლიტპატიმარია, რა მნიშვნელობა აქვს? მაგას კი არა, იმას გვეუბნებოდნენ, უნდა შევვარდნილიყავით, რუსეთს ომს რატომ არ უწყებთო, პირდაპირ გვეუბნებოდნენ და დიდი ამბავი, ჯაფარიძეზე თუ შეშფოთდებიან, არანაირი პრობლემა არ არის, შეშფოთდნენ." - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.