ლევან მახაშვილი: საარჩევნო ნომრის დაკარგვა ბევრისთვის სიმბოლურია, ათასობით მოქალაქისთვის ამ ნომრის უკან ამოფარებულნი იყვნენ ადამიანები, რომლებმაც სისხლიანი რეჟიმი შექმნეს

ლევან მახაშვილი

მისასალმებელია არჩევნებში ყველა იმ პარტიის მონაწილეობა, რომლებიც გულწრფელად არიან ჩართულნი საარჩევნო პროცესში და რეალურად აღელვებთ მოსახლეობის საჭიროებები, ინტერესები, სურთ, კონსტრუქციული ჩართულობით უკეთესი გახადონ ქვეყანა, ასევე იმ ადამიანების ყოფა, რომლებიც მათ უჭერენ მხარს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, არიან ისეთი პარტიებიც, რომლებიც ჩვეულებრივ პოლიტიკურ თამაშში არიან.

„ყველა ასეთი პარტიის მონაწილეობას მივესალმებით. არიან ისეთი პარტიებიც, რომლებიც ჩვეულებრივ პოლიტიკურ თამაშში არიან და ცდილობენ, რომ ერთი ფრთა როდესაც რადიკალურ დღის წესრიგს ატარებს, მეორე ფრთით სცადონ პროცესში შემოსვლა და ხელისუფლებაში დაბრუნება. საერთო ჯამში ყველაფერი ნათელია, შიგნით იქნებიან თუ გარეთ მათი ბედი გადაწყვეტილია გადაწყვეტილია მათივე პოლიტიკური შეცდომების გამო. მივესალმებით იმ ფაქტსაც, რომ ზოგიერთმა მათგანმა დაკარგა საარჩევნო ნომერი. ეს არის კიდევ ერთი ნიშანი, რომ რადიკალური ფრთები, პარტიები, ნელ-ნელა გაქრებიან ქართული პოლიტიკური სივრციდან. მივესალმებით ამ პროცესს. საარჩევნო პროცესში ჩვენი მთავარი ინტერესია საქართვრლო და საქართველოს მოსახლეობის ინტერესები და საჭიროებები. ჩვენი მთავარი ძალისხმევა მიმართული იქნება სწორედ იმისკენ, თუ რა შეგვიძლია, გავაკეთოთ მოსახლეობის ცხოვრების გასაუმჯობესებლად“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

მისი თქმით, საარჩვევნო ნომრის დაკარგვა ბევრისთვის სიმბოლურიც არის.

„ათასობით და ათი ათასობით მოქალაქისთვის ამ ნომრის უკან ამოფარებულნი იყვნენ ადამიანები, რომლებმაც საქართველოში შექმნეს სისხლიანი და ადამიანების უფლებების სისტემურად დამრღვევი რეჟიმი. ამიტომ, შეიძლება, სიმბოლურიც არის ამ ნომრის ჩამორთმევა საარჩევნო წესების გათვალისწინებით. ეს შეიძლება, იყოს ერთგვარი სიმბოლო ამ დიდი სისტემისა და რეჟიმის ნგრევისა. ამ პროცესს მივესალმებით, თუმცა ეს ჩვენთვის არ არის პრიორიორიტეტი. ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტია მოსახლეობის ინტერესები და მათი საჭიროებები. ნომრის დაკარგვაზე ამ პარტიებმა მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დააბრალონ“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.